ირაკლი – სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას – როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ ასეთ გზავნილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს.
„რაც შეეხება ინტერვიუს პოდოლიაკთან, რომელიც დღემდეა პრეზიდენტის მრჩეველი ში, საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში. ამ დროს, თვითონ პოდოლიაკის განცხადებები იყო მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას. აქაც ხელის გულზე დევს ყველაფერი, თუ რა სახის კეთილსინდისიერებასთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბრობენ კონკრეტული ადამიანები. როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ ასეთ გზავნილებს“, – განაცხადა პრემიერმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ს მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ს წაყვანის საკითხზე აქტიურად მუშაობენ.
„რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ ბატონი სააკაშვილი წამოვიყვანოთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.