ირაკლი კობახიძე – რაც მეტი 2%-3%-იანი პარტია ოპოზიციაში იქნება, მით უკეთესი – საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დაგვეხმარება

რაც მეტი 2%-3%-იანი პარტია ოპოზიციაში იქნება, მით უკეთესი – საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, დღევანდელი მონაცემებით „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს.
როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება „კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და კონკრეტულ ადამიანებს ვერავითარ წარმატების შანს ვერ მისცემს“.
„რაც მეტი 2%-3%-იანი პარტია ოპოზიციაში იქნება, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დაგვეხმარება. დღევანდელი მონაცემები არის ასეთი. დღევანდელი მონაცემებით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვიღებთ. ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობის“ მაჩვენებელი არის 15%-ს ჩამოცდენილი და ვერცერთი სხვა პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მით უკეთესი. ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, ოფიციალურად მხილებული არიან დანაშაულში. როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, რა თქმა უნდა, მათ ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საქართველოში საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ კონკრეტულ ადამიანებს ვერავითარ წარმატების შანს ვერ მისცემს“, – განაცხადა მ.