ირაკლი კობახიძე – რასა იუკნევიჩიენე ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში, ამიტომ, მარტივად ამბობს ტყუილებს – ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს

რასა იუკნევიჩიენე ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში, აქედან გამომდინარე, მარტივად ამბობს ტყუილებს – ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას.
კობახიძის თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს.
„ამ ქალბატონის მენტალიტეტი იცით, ხომ?! – ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში. აქედან გამომდინარე, მარტივად ამბობს ტყუილებს. ეს არის პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის გამოხატულება. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. ხედავთ, რამდენად უხეშ ტყუილებს ამბობს ეს კონკრეტული პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ყველაფერს აფასებს“,- განაცხადა მ.
გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა მზია ამაღლობელის თაობაზე რასა იუკნევიჩიენეს განცხადების კონტექსტშიც და აღნიშნა, რომ ამაღლობელმა „შეასრულა დაკვეთა, რომ დაკნინებულიყო ძალოვანი სტრუქტურები, რაზეც მიიღო ისეთი პასუხი, როგორიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში“.
„თვითონ ეს შემთხვევა მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მათ განსაზღვრული ჰქონდათ, საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება. ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო. რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, დაეკნინებინა პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. რა თქმა უნდა, ამით განაწყენებულები არიან ის ადამიანები, ვინც საქართველოში ცდილობს სახელმწიფოებრიობის დაკნინებას. რა თქმა უნდა, ეს არ გავა. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..