ირაკლი – რასაც ვამბობდით წლების მანძილზე, იყო სრული ჭეშმარიტება – USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში

რასაც ჩვენ ვამბობდით წლების მანძილზე, ეს იყო სრული ჭეშმარიტება – USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის თქმით, დღეს იმ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი თავად საუბრობს ამაზე, რომელიც მსგავსი ტიპის პროექტებს აფინანსებდა.
“ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა ქვეყნის საზიანო პროექტების დაფინანსებისკენ. რასაც ვამბობდით ამდენი წლის განმავლობაში და რასაც უწოდებდნენ პრო-რუსულ განცხადებებს და ა.შ. დღეს საუბრობს იმ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც თავად აფინანსებდა ასეთ პროექტებს, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ყველაფერი უნდა იყოს ცხადი. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს იყო სრული ჭეშმარიტება – USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მ.
შეგახსენებთ, -ის სახელმწიფო მდივანმა 2025 წლის შეჯამებისას აღნიშნა: „ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა“.