ირაკლი კობახიძე – რადიკალურ ოპოზიციას ძალადობრივი რესურსი გაუნულდა და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავს, ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა, დამთავრებულია ყველაფერი – finita la commedia, როგორც იტალიელები იტყვიან

800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ, დამთავრებულია! finita la commedia – როგორც იტალიელები იტყვიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რევოლუციის მეოთხე მცდელობა ჩაშალა.
„დამთავრებულია ყველაფერია, ძალადობრივი რესურსი გაუნულდა რადიკალურ ოპოზიციას და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ. დამთავრებულია ყველაფერი! ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა. 4 პოლიტიკური პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ – 800 კაცი… მარტო მათი თანამშრომლები და აქტივი რომ აიღო, რამდენჯერმე 800 კაცია და ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეოც“ კი 800 ადამიანზე მეტს ვერ უყრის თავს რუსთაველის გამზირზე. დამთავრებულია! finita la commedia – როგორც იტალიელები იტყვიან“,- განაცხადა კობახიძემ.