ირაკლი კობახიძე – პიროვნულად არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს პაველ ჰერჩინსკის მიმართ, ის ძალიან კარგი პიროვნებაა – მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო

პიროვნულად არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს ს მიმართ. ის არის ძალიან კარგი პიროვნება, მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო, – ამის შესახებ პრემიერმა, მ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ელჩს ტყუილების თქმა უწევს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„პიროვნულად არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს პაველ ჰერჩინსკის მიმართ. ის არის ძალიან კარგი პიროვნება. ჩვენი ვარაუდი იყო, რომ მას აუცილებლად მოუწევდა ზეწოლაზე რეაგირება. ეს რეაგირება არის გამოხატული, რასაც აკეთებს. სხვანაირად მას შეიძლება მოუწიოს საკუთარი პოსტის ნაადრევად დატოვება.
მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო, არაფერი პირადი არ გვაქვს მასთან, უბრალოდ გვიწევს იმ ფაქტის კონსტატაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ელჩს უწევს ტყუილების თქმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ განვიცდით იმ ზეწოლას, რომლის ქვეშაც იმყოფება“, – აღნიშნა პრემიერმა.