პარტიების გაუქმებაზე – გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ, დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში – ვფიქრობთ ათამდე პარტიაზე

კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მე არ გავუსწრებ მოვლენებს, ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი. გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ, დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში – ვფიქრობთ ათამდე პარტიაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე, რომელიც გულისხმობს „კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას“.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, სამუშაო ბევრია და შესაბამისად, საწერიც.
„პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კვირის ბოლომდე შევა. ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, რომ სამუშაო ბევრია, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ, რამდენიმე დღე ავიღეთ იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი.
ისე, შეიძლება ოცსაც გადასცდე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ ათამდე პარტიაზე. კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სია და იქ გაიგებთ ყველაფერს.
მე განვმარტე და კიდევ ერთხელ შემიძლია მოვიყვანო ბაჩო ახალაიას მაგალითი, რომელიც შეიძლება არ იყო პარტიის წევრი, ის განეკუთვნებოდა ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი. დანარჩენი დაკონკრეტდება სარჩელში. საბოლოო ჯამში, სარჩელი არის ჩვენი საქმე, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)