პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე – არასერიოზული ხალხის არასერიოზული განცხადებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „არასერიოზულს“ უწოდებს „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებას 4 ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარებისა და „მშვიდობიანი დამხობის შესახებ.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებას 4 ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარებისა და „მშვიდობიანი დამხობის შესახებ და განაცხადა, რომ „ეს არის არასერიოზული ხალხის არასერიოზული განცხადება“.
„თქვენ ძალიან კარგად იცით, რამდენად სერიოზულად შეიძლება აღიქვას ადამიანმა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე, ეს არის არასერიოზული ხალხის, არასერიოზული განცხადება“,- აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს 20:00 საათზე ხელისუფლება უნდა გადაიბაროს. ამასთან ბურჭულაძემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამოსულ ხალხს მისცენ საშუალება, „მშვიდობიანად დაამხონ“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა აშშ-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტზე: ამ შეხვედრებით ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?

ნიკა გვარამია: რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ – სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი”? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?