ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 5-6 თებერვალს, გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!