ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, არავინ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება

ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება.
„მე მქონდა ბერლინში კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, რამდენიმე ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით. არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველოს მოსახლეობა, არავინ არ აპირებს დასაჯოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით – ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით