ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია

ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა, გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, რა სცენარში ჩაჯდებიან – ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თვითმმართველობის ს წინ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა.
მისივე თქმით, გახარიას და „ნაცმოძრაობას“ 4 მუნიციპალიტეტში აქვთ შექმნილი კოალიცია და „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების მოტყუების მცდელობა ყველაფერზე მეტყველებს“.
„ამ შემთხვევაში, ქალბატონი ანა წითლიძე არის აბსოლუტურად მართალი – 4 მუნიციპალიტეტში დღემდე აქვთ შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობას“ და გახარიას, ეს ხომ ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ტყუილის თქმას რომ ცდილობ და საზოგადოების მოტყუებას, ეს ყველაფერზე მეტყველებს, არ შეიძლება ამ დონის ტყუილი აკადრო საზოგადოებას, სწორედ, ამიტომ არიან დისკრედიტირებულნი. ყოველ ჯერზე ისინი ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ტყუვდება და სათანადოდ აფასებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ქმედებებს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან