ოპოზიციაზე – ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია – ეს ყველაფერი ცარიელი მუშტების ქნევაა

ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, თავისთავად მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია, თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს.
არჩევნებამდე დარჩენილია დაახლოებით 2 თვე და თბილისის მერობის კანდიდატზე ოპოზიციაში ვერ არიან ჩამოყალიბებული – გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 2016 წლიდან მოყოლებული ოპოზიცია ვერც ერთხელ ვერ შეძლო, თავისი გეგმები განეხორციელებინა.
„არჩევნებამდე დარჩენილია დაახლოებით 2 თვე და თბილისის მერობის კანდიდატზე ოპოზიციაში ვერ არიან ჩამოყალიბებული. კანდიდატებზე ვისზეც არის საუბარი, ეს მეტყველებს, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს, ეს მათი საქმეა. არ გვაინტერესებს როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის, ჩვენთვის საინტერესოა თუ როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ აქტიურად ვემზადებით, გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს , აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არჩევნებს. ჩვენ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და მთლიანად ამ დღის წესრიგით ვმოქმედებთ.
ხედავთ, რომ ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, თავისთავად მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია, თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მათი გეგმები და დავალებები ასეთია, თუმცა ხედავთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული მათ ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება, ახლა კიდევ უფრო არიან დასუსტებულები. აქედან გამომდინარე ყველაფერი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ, რაც მათ დადებითად არ ახასიათებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია