ირაკლი ოპოზიციაზე – არაფერი რესურსი არ აქვთ, როგორც 13 წლის განმავლობაში ჩაუვარდათ ყველა რევოლუციური მცდელობა, ასე ჩაუვარდებათ მე-13 წლისთავზეც

ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარგინალური და არის მთლიანად მოშლილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, ოპოზიციას არაფერი რესურსი არ აქვს.
„ყველაფერი მშვიდად ჩაივლის არაფერი რესურსი არ აქვთ. ხედავთ, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარგინალური, არის მთლიანად მოშლილი და ეს არის ცარიელი სიტყვების ფრქვევა რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც აკეთებენ 13 წლის განმავლობაში. როგორც 13 წლის განმავლობაში ჩაუვარდათ ყველა ასეთი მცდელობა, ასე ჩაუვარდებათ მე-13 წლისთავზეც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)