ირაკლი კობახიძე – ნიკა გვარამიას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული – ვერავითარი „პიარული ტრიუკი“ ვერ დაეხმარება იმაში, რომ ლაქა ჩამოიწმინდოს

რეალურად, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ მან ერთ-ერთ ტელევიზიას წაართვა და მოჰპარა 7 მილიონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო და ახლა თავისი საქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში აპირებს წასვლას.
კობახიძის თქმით, რეალურად, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ.
„ეს მარტივი „პიარული ტრიუკია“. რეალურად, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ. რეალურად, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა გვარამიას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ მან ერთ-ერთ ტელევიზიას წაართვა და მოჰპარა 7 მილიონი. ეს არის მისი დანაშაულის შინაარსი, რაც საკმაოდ მძიმე დანაშაულია. განსაკუთრებით, გამომდინარე იქიდან,რომ ეს იყო მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ეს საბოლოო ჯამში, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა და რა თქმა უნდა, ვერავითარი „პიარული ტრიუკი“ ვერ დაეხმარება იმაში, რომ ეს ლაქა ჩამოიწმინდოს“, – განაცხადა ირაკლი მ.
ცნობისთვის, 27 მარტს, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
მოგვიანებით, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თავისი საქმით, “გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს”.
როგორც გვარამია აცხადებს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და მას ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ასევე დაგაინტერესებთ