ირაკლი , მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს

ირაკლი , მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს
მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) ვმონაწილეობ. ღონისძიების მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გერმანიის ფედერალური კანცლერი, , მასპინძლობს.”– წერს სოციალურ ქსელში პრემიერი .
“სიტყვით გამოვედი სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი და უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდნენ. კიდევ ერთხელ გამოვხატე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღვნიშნე, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში.
ღონისძიების მთავარი მიზანია უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.
მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.” – აღნიშნავს პრემიერი.
Previous: სანქციების გამო ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარს არ ვაპირებთ – გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ომში მიწვევის შეტყობინებები მიუვიდეთ

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში