ირაკლი კობახიძე – მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია ხელოვნურად არიან ერთი ნაბიჯით წინ წასული და საქართველო ხელოვნურადაა უკან დაწეული – არა საქართველოს ხელისუფლება აჩერებს რამეს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები

მოლდოვა, , ბოსნია ხელოვნურად არიან ერთი ნაბიჯით წინ წასული და საქართველო არის ხელოვნურად უკან დაწეული – არა საქართველოს ხელისუფლება აჩერებს რამეს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები, კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები და „სწორედ იმიტომ რომ ვიბრძოლებთ და ვაჩვენებთ ღირსებას, ბევრად უფრო ჩქარა ვივლით წინ, ევროინტეგრაციის მიმართულებით“.
კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი დღესვე დადებს მაგიდაზე მოლაპარაკებების შესახებ დოკუმენტს მაგიდაზე, მაშინვე მოაწერს ხელს.
„რაც შეეხება ევროინტეგრაციას – კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა ის, რაც ვთქვი. დადონ მოლაპარაკებები დღესვე მაგიდაზე, აქვე ვაწერთ ხელს. არა საქართველოს ხელისუფლება აჩერებს რამეს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები, კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები აჩერებენ ხელოვნურად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ საქართველო არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია, მაგრამ იქ არის ხელოვნურად ერთი ნაბიჯით წინ წასული ქვეყანა და საქართველო არის ხელოვნურად უკან დაწეული. ეს არის უსამართლობა. ამაზე უნდა იმსჯელოს, რა თქმა უნდა, ქართველმა საზოგადოებამ.
რა თქმა უნდა, უსიამოვნოა ის, რაც ხდებოდა ამ 6 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე და არავისთვის სასიამოვნო არ არის ამ ყველაფრის გავლა, თუმცა ეს არის ჩვენ ქვეყანაში „ნაცმაიდანის“ მოწყობის უკვე მეოთხე მცდელობა. ეს მცდელობაც ჩავარდა და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები. ჩვენ ვიბრძოლეთ, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი თავის დროზე. აქაც, სწორედ იმიტომ რომ ვიბრძოლებთ, იმიტომ რომ ვაჩვენებთ ღირსებას, ბევრად უფრო ჩქარა ვივლით წინ, ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორც კი მოდუნდები, მაშინვე ახალი ხელოვნური დაბრკოლებები გაჩნდება ევროინტეგრაციის გზაზე,“ – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან „მსხვერპლისა და ძალადობის შესახებ აქციიდან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე“ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ასეთი ტიპის საუბრები აჩვენებს იმას, რომ სრული სასოწარკვეთა სუფევს დღეს ოპოზიციაში“.
მისი თქმით, ეს ძალადობრივი პროცესები მთლიანად რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის კოორდინირებული და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, მათ შორის, ვერც „ოფისებში შემალული პოლიტიკოსები“.
„რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი აჩვენებს მთლიანად რადიკალური ოპოზიციის საერთო სულისკვეთებას. ასევე, ასეთი ტიპის საუბრები აჩვენებს იმას, რომ სრული სასოწარკვეთა სუფევს დღეს ოპოზიციაში. ყველამ დაინახა, რომ ჩავარდა „ნაცმაიდანის“ მორიგი, მეოთხე მცდელობა და ისინი არიან გადასული ასეთ ოცნებებზე რადიკალურ სცენარებთან დაკავშირებით. თუმცა რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთ გეგმები არ განხორციელდეს. ყველა ხედავს, რომ ეს ძალადობრივი პროცესები არის მთლიანად კოორდინირებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, მათ შორის, ვერც ოფისებში შემალული პოლიტიკოსები,“ – განაცხადა კობახიძემ.