ირაკლი კობახიძე – მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას

მკაცრად ვგმობთ ს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს ყურადღება მიმართულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და სლოვაკი ხალხისადმი.
„მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას. ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი და სლოვაკი ხალხისადმი”, – აღნიშნავს პრემიერი.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს დღეს ესროლეს. სლოკვაკეთის პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია.