– მითს არაბიზაციის თაობაზე საფუძველი არ აქვს – ასევე, სპეკულირებდნენ, რატომ არის კონტრაქტი გრიფის ქვეშ – იმავეს ითხოვდა ხაზარაძის კომპანიაც, იქნებ ისიც აპირებდა არაბების, რუსების, ჩინელების, ბრიტანელების ჩასახლებას ანაკლიაში, რატომ დამალა?

მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე და როცა ის ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებითად წარმოეჩინა პროექტის ეკონომიკური ეფექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
მისი შეფასებით, წლის განმავლობაში საშუალოდ 15 ათასი ბინა იყიდება უცხოელებზე, თუმცა ეს რაიმე ტიპის დემოგრაფიულ პრობლემებს არ იწვევს.
„ამ წლების განმავლობაში, საშუალოდ 15 000 ბინა იყიდებოდა წლის განმავლობაში უცხოელებზე, ანუ ქართველები ყიდულობდნენ დაახლოებით 75 000 ბინას წლის განმავლობაში და უცხოელები – 15 000 ბინას. ამას არ გამოუწვევია არავითარი დემოგრაფიული პრობლემები, იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში ბინები იყიდება უცხოელების საინვესტიციო მიზნებისთვის. შესაბამისად, ეს არ იწვევს რაიმე ტიპის დემოგრაფიულ პრობლემებს. თავისი ვარაუდი გამოთქვა Eagle Hills-ის ხელმძღვანელმა, რომ ის ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე. როცა ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებითად წარმოეჩინა ეკონომიკური ეფექტი. კერძოდ, იგულისხმება რა, რომ როცა 60% უცხოელები ყიდულობენ ბინებს, ეს ნიშნავს, რომ გარედან ქვეყანაში შემოდის დამატებითი რესურსი, დამატებითი ფული და შესაბამისად, დამატებითი წვლილი ეკონომიკაში. ამ კუთხით მან პოზიტიურად წარმოაჩინა თავისი გადმოსახედიდან ეს პროექტი. თუმცა, ჩვენი მოლოდინი არის განსხვავებული, იმიტომ, რომ აქ საუბარია რაზე – მთლიანობაში უნდა გაიყიდოს დაახლოებით 16 000 ბინა, საიდანაც დაახლოებით 7 000 ბინა უნდა გაიყიდოს თბილისში და მეტი უნდა გაიყიდოს გონიოში. 7 000 ბინაზე როცა არის საუბარი, წარმოიდგინეთ, რომ 75 000 ბინას ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად, ამის 10%-ია, წარმოიდგინეთ, როგორი თანაფარდობაა. ჩვენი ვარაუდია, რომ ქართველები ბევრად მეტს იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა, მაგრამ მოლოდინი ჩვენი ეს არის, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები იყიდიან მეტს, ბევრად მეტს 50%-ზე”,- განაცხადა მ.
მისივე თქმით, „იგლ ჰილსის” პროექტი არის უპრეცედენტო მასშტაბის.
„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, როდესაც უპირისპირდებიან ხოლმე ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს, იქაც არის ხოლმე ყველაფერი ერთი ხელიდან მართული და აქაც იკვეთება, რომ ერთი ხელიდან უნდა იყოს ყველაფერი მართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით არის ჭრელი შემადგენლობა, რომელიც ერთი და იგივე აბსურდული გზავნილით საუბრობს, ჩანს, რომ საბოლოო ჯამში არის ერთგვარი კოორდინაცია. მე განვმარტე, დაახლოებით, რა შეიძლება იყოს ამის უკან, მათ შორის, გავიხსენე კონკრეტული ელჩის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც იყო კარგი პრორუსი და ვიღაც არ იყო კარგი პრორუსი, მერე, როგორც ჩანს, ვიღაც ასევე გახდა კარგი პრორუსი და ასე დალაგდა საერთო სპექტრი. არის რაღაცები, რითაც არ უნდა ისპეკულირო. გასაგებია, რომ პოლიტიკაში არის ხელისუფლება და ოპოზიცია და ზოგადად, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი აკრიტიკოს, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმაგროს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს, იქ მე მგონია, რომ ოპოზიცია როცა ხარ, მაშინაც თავი უნდა შეიკავო”, – განაცხადა მ.
პრემიერის შეფასებით, „იგლ ჰილსის” პროექტი არის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი და არა ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან საქმე უპრეცედენტო ინვესტიციას ეხება.
მისივე თქმით, სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ, თუმცა ეს მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა”.
„სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ჩვენი კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით. გათვალისწინებულია ასეთი რამ, რომ კონკრეტულ კომერციული შინაარსის ხელშეკრულებას ენიჭება კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ხაზარაძემ დაიწყო ეს კამპანია და მის კომპანიას ჰქონდა ასევე იგივე მოთხოვნა. იქნებ ისიც აპირებდა არაბების, რუსების, ჩინელების ან ბრიტანელების ჩასახლებას ანაკლიაში. რატომ დამალა? რატომ იყო გაუმჭვირვალე ეს კონტაქტი. 33% არის ჩვენი წილი. თანხმობა განგვიცხადა, რომ ეს 33% გაგვესაჯაროებინა. მათი თანხმობით ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენთან რჩება 33%. შეიძლება ხვალ ამ კომპანიას სხვა ქვეყანაში შესვლა მოუნდეს და სურდეს, რომ იქ სახელმწიფოს დაუტოვოს არა 33%, არამედ მხოლოდ 20%. ან საერთოდ არაფერი არ დაუტოვოს. 3-4 თვე გრძელდებოდა მოლაპარაკებები თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. იყო საუბარი იმაზე, თითქოს ეს კონტრაქტი ითვალისწინებს მეჩეთების და სხვა საკულტო ნაგებობების მშენებლობას – არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არ არის ჩადებული ამ ხელშეკრულებაში”, – განაცხადა პრემიერმა POSTV-ის ეთერში.