მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ – საუბარი არ გვქონია ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ კითხვა შეეხებოდა, ჰქონდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კომუნიკაცია.
„მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ. ჩვეულებრივად მივესალმეთ ერთმანეთს. საუბარი არ გვქონია, ერთმანეთს მივესალმეთ“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მიულოცეს პარტნიორებმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, კობახიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მილოცვები არ არის მიღებული პრაქტიკა.
„მილოცვები მოდის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა პრეზიდენტი იგებს არჩევნებს და მთავრობს ფორმირების შემდეგ თუ ტარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის მიღებული პრაქტიკა.
მეორე, განცხადებებში აშკარად ჩანს უსამართლობა. მოლდოვაში სერიოზული პრობლემებით ჩატარდა არჩევნები, იქ არის განსხვავებული დამოკიდებულება, საქართველოში ბევრად უფრო ხარისხიანად ჩატარდა არჩევნები, აქ არის განსხვავებული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, უსამართლო განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ