ირაკლი კობახიძე „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ მიღებულ განცხადებაზე – კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და ვართ მოლოდინის რეჟიმში – ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან

ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და ვართ მოლოდინის რეჟიმში – ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებას ეხებოდა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი.
„ძალიან მიხარია, რომ პარლამენტშიც დაინიცირდა მსგავსი შინაარსის პროექტი და აქაც არის ასახული ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისათვის და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა -ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტის“ პასუხად სპეციალური განცხადება მიიღო.
საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBAR აქტს“ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრულ აქტად აფასებს. დოკუმენტში საუბარია Deep State-ზე და მასში ნათქვამია, რომ Deep State-ი და მისი ინსტიტუტები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ.
საქართველოს პარლამენტის შეფასებითვე, ე.წ. “მეგობარი აქტი“ სამ ცრუ ბრალდებას ეფუძნება, რომ ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს “რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“.