მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წუხელ, სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
“გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”, – წერს სოციალურ ქსელში და იქვე აღნიშნავს: “სააღდგომო ლიტურგიას დავესწარი. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოვისმინეთ. ლიტურგიაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი , პარლამენტის თავმჯდომარე , თბილისის მერი , აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)