ირაკლი – მადლობა ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც კობახიძე X-ში წერს და არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრ შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან შეხვედრაზე ყურადღება მრავალი მიმართულებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა.
მისივე შეფასებით, შეიხ ალ ნაჰიანთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა.
„შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ მრავალი მიმართულებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მადლობა იმ ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით. მოუთმენლად ველი ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას საერთო ინტერესების მქონე სფეროებში”,- აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის