ირაკლი კობახიძე – „კრედიტ სუისის“ საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისის“ დავა იყო არა კომერციული, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი

„კრედიტ სუისის” საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისის“ დავა იყო არა კომერციული, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, -ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმე დაიწყო 2008 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ყოველგვარ კომუნიკაციაზე უარი უთხრა.
კობახიძის ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილს „აგენტთან კომუნიკაციის შეწყვეტა არ აპატიეს“.
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ გვარწმუნებდნენ, რომ „კრედიტ სუისთან“ დავა იყო წმინდა კომერციული. ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან, როდესაც ჩვენ სრულიად განსხვავებული რწმენა და შეფასება გვქონდა. საბოლოოდ, „კრედიტ სუისის” საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისის“ დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, ეს თემა აქტუალური გახდა 2008 წლიდან. ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმე დაიწყო 2008 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ყოველგვარ კომუნიკაციაზე უარი უთხრა. როგორც ჩანს, მას აგენტთან კომუნიკაციის შეწყვეტა არ აპატიეს, ამის მერე იწყება ანგარიშის ძარცვის საქმე და ამდენი წლის განმავლობაში გრძელდება. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კომერციული დავა, უფრო მეტიც, „კრედიტ სუისი“ ამ დავით ბოლომდე ინადგურებს საკუთარ რეპუტაციას. ამ წლების განმავლობაში, 2008 წლიდან დღემდე დაახლოებით 100-ჯერ არის გაუფასურებული „კრედიტ სუისის“ აქციები. ჩანს, რომ აქ არ არის კომერციული ინტერესები, პირიქით. კომერციული გადმოსახედიდან, „კრედიტ სუისს“ საერთოდ არ აწყობდა ამ დავის წარმოება, თუმცა, ეს იყო წმინდა პოლიტიკური საკითხი, იყო პოლიტიკური გავლენა „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტზე და სწორედ ამან განაპირობა ამ საქმის ასეთი სახით წარმართვა. დღეს უკვე ეს საქმე პირდაპირი ჩაწერით აისახა სანქციების დოკუმენტში, რითაც უკვე ფორმალურადაც დადასტურდა, რომ ამის უკან იდგა არა პოლიტიკური, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები“,-განაცხადა კობახიძემ.