პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს ობიექტური მიზეზი ჰქონდა, რის გამოც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია სათანადოდ ვერ შეამოწმა, ამაზე პასუხს ვერ მოსთხოვენ.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„დეკლარაციაში თუ არ იყო ცდომილება, რანაირად უნდა შეემჩნია?! შეიძლება ობიექტური მიზეზი ჰქონდა ამას [რომ ვერ შეამჩნია ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში ცდომილება]. თუ ობიექტური მიზეზი ჰქონდა, როგორ მოვთხოვთ პასუხს?! [ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციის შემოწმებაზე] თუ არ ჰქონდა, თეორიულ კითხვას მისვამთ, ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი.
თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული საფუძველი ამაზე საუბრისთვის, შეგიძლიათ ისაუბროთ. მე არ ვიცი ასეთი ობიექტური საფუძველი, მგონია, რომ არ არსებობს“,- განაცხადა კობახიძემ.

 
				 
								
 
								

