ირაკლი კობახიძე კითხვაზე, ემზადებიან თუ არა ძალაუფლების დასათმობად – რა გვეტყობა მაგის? – ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება

რა გვეტყობა მაგის? [ძალაუფლების დასათმობად მზადების} – ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება,- ამის შესახებ პრემიერმა, მ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ემზადებიან თუ არა ძალაუფლების დასათმობად.
როგორც მ აღნიშნა, ძალაუფლება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
„რა გვეტყობა მაგის? ძალაუფლება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აგენტურა არ შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ.
ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება. 61.5% იყო ბოლო კვლევის თანახმად ჩვენი რეიტინგი. არჩევნების მოგება თავისუფლად შეგვიძლია. ეს არ არის მთავარია. ამ სამი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ეს რომ არ ყოფილიყო ჩვენი ეკონომიკა მინიმუმ 5 მლრდ დოლარით მეტი იქნებოდა“,-აღნიშნა კობახიძემ.