ირაკლი კობახიძე – ისე მოხდა, რომ გარე ძალებმა თვითონ გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ამ ოპოზიციის მოყვანის მიზანი ჰქონდათ – ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში რჩება, ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს

ისე მოხდა, რომ გარე ძალებმა თვითონ გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ამ ოპოზიციის მოყვანის მიზანი ჰქონდათ, – აღნიშნული განცხადება მედიასთან პრემიერ – მინისტრმა ირაკლი მ გააკეთა.
კობახიძის თქმით, არის სრული ქაოსი, ეს ასე იქნება მომავალშიც და თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სრული ფიასკოსთვის იქნებიან განწირული.
კობახიძემ ამავე კონტექსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიგებს.
„რეალურად ისინი [ოპოზიცია] გარე ძალების ხელით განადგურდნენ. სცენარები გარედან იწერება. ვინც სცენარებს გარედან წერს, დაბალ დონეზე წერს – მათ საზოგადოების პულსის სწორი აღქმა არა აქვთ. აქედანაც იმ დონის აგენტები არიან, რომ საკუთარი პატრონების წინაშე აზრის გამოთქმის საშუალებაც კი არა აქვთ.
იმის მიუხედავად, რომ ისინი თავისით სუსტდებიან, მნიშვნელოვანია ჩვენ ამ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე ზრუნვა აქტიურად განვაგრძოთ. უნდა მომზადდეს შესაბამისი სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში რჩება, ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს. აგენტურა პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი არ უნდა იყოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლიტიკური სპექტრი და პოლიტიკური სისტემა ბოლომდე გავაჯანსაღოთ. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით შეუქცევადად განვითარდეს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს