ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„მთავრობის მეთაურმა ახლად არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.