ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიისთვის ირანში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სამთავრობო დელეგაცია უკვე ირანშია.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი , საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან”, – წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძე ირანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი კვირას ავიაკასტროფაში დაიღუპნენ. ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ირანის სახელმწიფო მედიები დაკრძალვის ცერემონიისთვის სხვადასხვა ლიდერისა და თუ ქვეყნის დელეგაციის ჩასვლაზე იუწყებიან. მათ შორის არიან სომხეთის პრემიერმინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი, ს დუმის სპიკერი, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის წარმომადგენლები, სირიის პრემიერმინისტრი და სხვა.