ირაკლი – თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მადლობა ღმერთს, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი – უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის

მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, მადლობა ღმერთს, რომ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განაცხადა, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არის მოთავსებული.
კობახიძის თქმით, ის დაინტერესებულია ყველა დეტალით და ამ საქმესთან დაკავშირებით, მისი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული.
„თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ, ბუნებრივია, ექიმებისგან და დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, რომ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი.
მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო მყისიერად და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს, ბუნებრივია, გამოძიება იტყვის.
მე ყველაფრით დავინტერესდი და, რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. თქვენ იცით, კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და, ზოგადად, ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი.
თავისი შინაარსით, ეს არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“