ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე პირველ კომენტარს აკეთებს

ირაკლი მ პირველი საუნივვერსიტეტო კლინიკა დატოვა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია მიიღო ექიმებისგან და მოხარულია, რომ რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, გამოძიება მყისიერად დაიწყო და მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შესაძლოა, აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდეს.

ბუნებრივია დავინტერესდი ყველაფრით, რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა იყო მიზეზი, როგორც იცით, კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს, მათ შორის წერილისასაც, აქვს მნიშვნელობა. ისეთი საქმეა, რომ ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება იქნება, მათ შორის ჩემი მხრიდანაც,- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე-ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას? “ოცნების“ პრემიერი დამოუკიდებელ ტელევიზიებსაც დაესხა თავს და განაცხადა:

კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ? ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული, უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, „ფორმულა“. მე გეუბნებით, რომ ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული. სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი. ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, სიძულვილის მუდმივად დათესვა, ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. მე მოვიყვანე ერთ-ერთი მაგალითი, დანარჩენი, ბუნებრივია, უნდა დაადგინოს გამოძიებამ“,- განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საბოლოო შესწორებები შევიდა – დოკუმენტს კენჭს 9 ივლისს უყრიან – Netgazeti • ევროპარლამენტი • თვითმმართველობის არჩევნები • მზია ამაღლობელი • რასა იუკნევიჩიანე • Netgazeti.ge