ირაკლი : ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. მთავრობის მეთაური ტრაგედიას სოციალურ ქაელ X-ში ეხმაურება.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მალაგადან მადრიდის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.

სარკინიგზო ქსელის ცნობით, ორივე მატარებელში ოთხასი მგზავრი და თანამშრომელი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სულ მცირე 73 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს