ირაკლი კობახიძე ვის რას დაემუქრება, ეს აბსოლუტურად არავის აღარ ადარდებს – „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი

ირაკლი ვის რას დაემუქრება, ეს აბსოლუტურად არავის აღარ ადარდებს – „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი
ვის რას დაემუქრება, ეს აბსოლუტურად არავის აღარ ადარდებს, – თქვა შპს ტოიოტა ცენტრი თბილისის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ირაკლი გურჩიანმა TV პირველთან საუბარში.
„ძალიან კარგია, ბიზნესი რომ იგივე აზრზეა, რაზეც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი […] ქართველი ერი ერთმანეთს ჭამდა, მაგრამ როცა ერთი საერთო მტერი გამოჩნდებოდა ხოლმე, საქართველოს კარიბჭეებთან იმპერიები დახეთქებულა […] , ბელარუსი გველის, მეტი არაფერი – მაგრამ, ეგ თემა არ გამოვა”, – აღნიშნა მან.
820-ზე მეტი ბიზნესი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, აუცილებელია დაინიშნოს ახალი და ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქციებზე დაკავებული ადამიანები ახალ წლამდე გათავისუფლდნენ. სწორედ ამ კომპანიებს შორის არის ტოიოტა ცენტრი თბილისიც. პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ ბიზნესების ეს განცხადება “სიმშვიდისთვის მაინცდამაინც ხელშემწყობი არ არის”.
“შეიძლება, მხოლოდ მათ მიუბრუნდეთ უკან, თუ, დავუშვათ, ხელი შეეწყობა იმ მცდელობას, რაც დაკავშირებული იყო მაიდანთან და ქვეყნის არევასთან. რეალურად, გარკვეულწილად, ეს ამ ყველაფრის მხარდამჭერი განცხადებაა”. – თქვა კობახიძემ.