ირაკლი ვატიკანს ეწვევა – ხვალ ის რომის პაპს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.
ასევე, აღნიშნავენ, რომ ირაკლი ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }