ირაკლი კობახიძე: ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია

ირაკლი  ამბობს, რომ თეა წულუკიანმა “ობიექტური მოცემულობა გაახმოვანა”. მეტიც, დღეს  მედიასთან ამტკიცებდა, რომ წულუკიანმა გუშინ “ფაქტის კონსტატაცია მოახდინა”.

“რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, არათუ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც მერე ხელი მოაწერეს, თავადვე აღიარეს. შესაბამისად, როდესაც საუბრობს იმაზე  რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება , რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხალი და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. ეს არის იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება , რომელთანაც გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა , არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი და ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ნათელია აქ და ცხადია ყველაფერი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.