ირაკლი კობახიძე – ეს არის ევროპარლამენტის მორიგი, აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია – ეს მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება არ არის, ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს

ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ კითხვას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
„ეს არის ევროპარლამენტის მორიგი, თუ არ ვცდები მეშვიდე, აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია. მე მგონი, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთლიანად ევროკავშირის ბიუროკრატიამ. ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მე მგონი, მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამის გამო ქართველი ხალხის დაშანტაჟება არის უბრალოდ სირცხვილი, ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისათვის, რომ 2004-2012 წლებში მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას, იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ადამიანების წამება, რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა, ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს სწორედ იგივე ბიუროკრატებისგან, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს საუბრობენ სამარცხვინო ენით და იღებენ სამარცხვინო რეზოლუციებს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა