– ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა, ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ საკითხს მომავალშიც

კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი უწყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა.
„ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს ფართოდ ინფორმაცია, თუმცა, როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია გავიხედოთ წინ და მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა. ზუსტად ამას ეთმობოდა თითოეული ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ არც მომავალში ამ საკითხს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, მ ისაუბრა სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულ ცვლილებებზეც და განაცხადა, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა სხვადასხვა მიმართულებაზე, „მათ შორის ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებზე“.
„განსაკუთრებულად გამოვყოფდი სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულ ცვლილებებს. საკადრო კუთხითაც პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეიცვალა ხელმძღვანელობა. გყავს ახალი ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში, სხვა სამართალდამცველ უწყებებში და ამან ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მიმართულებაზე. აქ გამოვყოფდი ორგანიზებულ დანაშაულს, სადაც გვაქვს ძალიან სერიოზული შედეგები, ასევე ნარკოტიკულ დანაშაულს ცალკე გამოვყოფდი.
გასული შვიდი თავის განმავლობაში გაძლიერდა ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. სტატისტიკურ მონაცემებს გავიხსენებ -1955 ნარკორეალიზატორია მარტო დაკავებული. იყო უმძიმესი ვითარება და იყო საჭირო აქტიური ჩარევა იმისათვის, რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად მოგვეგვარებინა. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ძალიან აქტიური მუშაობა. ასევე -ს მუშაობა იყო გამორჩეული უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და აქაც მარტივი სტატისტიკა რომ გავიხსენოთ, წელს იმდენივე არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული ქვეყნიდან, რამდენიც გასული 7 წლის განმავლობაში მთლიანად აღებული. ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ