ირაკლი ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრ მასრურ ბარზანის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ პერსპექტივებს.
„აღინიშნა ამ კუთხით არსებული პოტენციალი და საინვესტიციო სფეროში კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, შუა დერეფნის შესაძლებლობებსა და ქვეყნის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული და ლოგისტიკური ჰაბის როლზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას