ირაკლი კობახიძე – „ენჯეოები“ პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
„რაც შეეხება ენჯეოებს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ეს აღიარა -ის მოქმედმა ადმინისტრაციამაც, USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იყვნენ ჩართულები კონკრეტული ორგანიზაციები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში. დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – როდესაც დავრწმუნდებით, რომ ყველა რესურსი ამოიწურა, „ოცნებას“ ვერ ვასუსტებთ სხვა გზებით და ერთადერთი გზა რჩება საპარლამენტო ტრიბუნიდან მივაყენოთ პოლიტიკური დარტყმები, გადავხედავთ ბოიკოტის გადაწყვეტილებას