ირაკლი – ევროპულ ბიუროკრატიას ახლა გაახსენდა სუვერენიტეტის პრინციპი, რომ გარედან არავინ უნდა ჩაერიოს სხვის შიდა საქმეებში – ს განცხადებაში ჩანს ორმაგი სტანდარტები

ევროპულ ბიუროკრატიას ახლა გაახსენდა სუვერენიტეტის პრინციპი, რომ გარედან არავინ უნდა ჩაერიოს სხვის შიდა საქმეებში, თუმცა ის ყოველდღიური რეჟიმით არღვევდა ჩვენს წინააღმდეგ სწორედ სუვერენიტეტის პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებთან თურქმენეთში, ევროკომისიის პრეზიდენტ ს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
პრემიერის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ჩანს ორმაგი სტანდარტები.
„დღეს -ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში, რაც არ მოსწონს ევროპულ ბიუროკრატიას. მათ ახლა გაახსენდათ სუვერენიტეტის პრინციპი, რომ გარედან არავინ უნდა ჩაერიოს სხვის შიდა საქმეებში, თუმცა, ევროპული ბიუროკრატია ყოველდღიური რეჟიმით არღვევდა ჩვენს წინააღმდეგ სწორედ ამ, სუვერენიტეტის პრინციპს. აქ ჩანს ორმაგი სტანდარტები. -ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად აფასებს იმ პროცესებს, რაც ვითარდება ევროკავშირში და ჩვენი შეფასებაც იყო ასეთი მთელი ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა POLITICO-სთან ინტერვიუში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ „ ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს“.
ს დროს ის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არა ჩვენი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის გადასაწყვეტია. ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და დაცული უნდა იყოს. არავინ უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯინ შაჰინი – გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა – აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება