ირაკლი კობახიძე ევროპული გაერთიანების სამიტზე – მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის – ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც ჩვენს ძირეულ, ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება

მნიშვნელოვანი სამიტია – მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ალბანეთში დაგეგმილ ევროპული გაერთიანების სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ის ამ ფორმატს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან სასაუბროდ გამოიყენებს.
„მნიშვნელოვანი სამიტია. ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი. გვექნება საშუალება, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ. ასევე, გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ, ეროვნულ ინტერესებს. მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის. ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არაერთ ლიდერს გავესაუბროთ, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ ვითარებას, საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება. ყველა თემაზე გვექნება საუბარი“,- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია