ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის ელჩი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა, დღეს ამტკიცებს, რომ საქართველოს შეუჩერებია – ამგვარი სიცრუე და ორპირობა არყევს ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი

ევროკავშირის ელჩი, რომელიც გუშინ ამტკიცებდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა, დღეს ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს შეუჩერებია – ამგვარი სიცრუე და ორპირობა, რომელსაც ქართული საზოგადოება მთელი ამ 3 წლის განმავლობაში აკვირდება, არყევს ქართველების ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული.
„ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირის მიერვე ჩატარებული კვლევის – „ევრობარომეტრის” თანახმად, ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ ნდობა ბოლო 6 თვის განმავლობაში 6%-ით, რეკორდულ ნიშნულამდე – 58%-მდე შემცირდა. თუმცა, იმ ადამიანებს, რომელთა დავალებითაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები მოქმედებენ, არც საქართველოს ეროვნული ინტერესები აინტერესებთ და არც ევროკავშირის იმიჯი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ხაზგასმით ვთქვით გუშინწინაც და გუშინაც. საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ეს არის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რომელთა 90 პროცენტზე მეტი უკვე 2028 წელს გვექნება შესრულებული. თუმცა, ამასთან ერთად, არავის მივცემთ საშუალებას, ისეთი ფორმალობა, როგორიც მოლაპარაკებების გახსნის საკითხია, საზოგადოების გახლეჩის, ქვეყნის არევისა და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობისთვის გამოიყენოს. საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ წაიყვანს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო