ირაკლი კობახიძე – დრო მივეცით არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს – იგივე “დიფ სთეითს” და “გლობალური ომის პარტიას”, თუმცა, კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არშეყვანის თაობაზე

დრო მივეცით არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს – იგივე “დიფ სთეითს”, იგივე “გლობალური ომის პარტიას”, თუმცა, მათ არ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება და კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არშეყვანის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერმა მ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, არ შეიძლება, ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, ამიტომ, მმართველმა გუნდმა მანდატების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
„დღევანდელი დღე, პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას გავუსვა ხაზი, რომელიც იქნა მიღებული საპარლამენტო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, დამატებით, დაახლოებით, ორი თვე მივეცით რადიკალურ ოპოზიციას იმისთვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის. უფრო სწორად, ეს დრო მივეცით არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს – იგივე “დიფ სთეითს”, იგივე “გლობალური ომის პარტიას”, თუმცა, მათ არ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება და კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არ შეყვანის თაობაზე.
ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს არ ჰქონდა არანაირი სხვა ალტერნატივა. არ შეიძლება, ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, რაც ჩვენ ვიხილეთ ოთხი წლის წინ და რასაც ვხედავდით ასევე ამ საპარლამენტო ს შემდეგ, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე”, – განაცხადა მ.