ირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად, ამიტომ არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირებულია

ყველა ხედავს, რომ „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად – კარგი ისაა, რომ არავითარი პერსპექტივა ამ პროცესებს, ბუნებრივია, არ აქვს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, სამწუხარო რეალობას ქმნის ის, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ 2000-კაციან აქციას აწყობენ და ხელისუფლების დამხობას ითხოვენ.

„ყველა ხედავს, რომ „დიფ სეთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. კარგი ისაა, რომ არავითარი პერსპექტივა ამ პროცესებს, ბუნებრივია, არ აქვს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ აწყობენ 2000-კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ა.შ., ეს ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები, ასეთი ფაქტები, ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, არამედ მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, არავის უკვირს, რომ 80 %-დან შემცირებულია ნდობა ევროკავშირის მიმართ – დაახლოებით, 50%, ცოტა მეტია დღეს ნდობა. რატომ? იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია, რომელიც „დიფ სთეითის“ მხრიდან იმართება, აბსოლუტურად ანადგურებს ქართული საზოგადოების თვალში ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ“, – აღნიშნა მ.

კობახიძის თქმითვე, მსოფლიოში არ ხდება არსად, რომ 150, ხანდახან, 100, 50 კაცი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს კეტავს და ამას ჯარიმებით დაპირისპირება სჭირდება.

„გუშინ 2 000 ქართველი ადამიანი გამოვიდა, რაც არის სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკოა. მეტი არ იყო, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. როგორც არ უნდა გწყინდეთ, გუშინ პიკზე, 2 000 ქართველი იყო გამოსული. რაც შეეხება ჯარიმებს, სანქციებს, მსოფლიოში არ ხდება არსად, რომ 150, ხანდახან, 100, 50 კაცი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს კეტავს. ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენა. ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება. მეორე მხარეს არის საზოგადოების ინტერესები. საზოგადოებას უნდა, რომ მშვიდად გაიაროს რუსთაველის გამზირზე, თუნდაც იმ ნახევარი საათის განმავლობაში, როდესაც ქუჩა იკეტება. ამას, ბუნებრივია, სჭირდება ჯარიმები, შესაბამისი ზომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს“, – განაცხადა კობახიძემ.