ირაკლი დიპლომატებს: “მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღე მიულოცა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს.
მთავრობის მეთაურმა მადლობას გადაუხადა დიპლომატებს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის.
“საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს გილოცავთ დიპლომატის დღეს! ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში”, – დაწერა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ფეისბუკ-გვერდზე.
ქართული დიპლომატიის დღე სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება და ყოველი წლის 3 ნოემბერს აღინიშნება.
ვახტანგ VI-ის დავალებით სულხან-საბა ორბელიანმა 1703 წლიდან დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713–1716), სადაც ის შეხვდა საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს.
სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში ეძებდა გზებს საქართველოს გადასარჩენად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში

აკაკი გვიანიძე: პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად მოითხოვენ მათი ლეგიტიმურობის აღიარებას… რეალურ მმართველებად მათ არც “ოცნების” მომხრეები მიიჩნევენ და არც ეკლესია