ირაკლი კობახიძე – გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის

2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის.
„დღეს ტკივილით, და ამავე დროს სიამაყით ვიხსენებთ ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებას, გამოხატულს მის დაუვიწყარ სიტყვებში – არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!
გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის.
დიდება ჩვენს გმირებს!” – აღნიშნავს პრემიერი, რომლის განცხადებასაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი დიასპორები არცთუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ქვეყნისთვის, ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი მათით – მადლობა ქართულ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის