– გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი, რათა საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, გარედან მართულ სისხლიან რეჟიმს, რომლის დანაშაულთა გამოძიებაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოხდება

ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი – კრიმინალს დაერქვას კრიმინალი, უცხოელ აგენტს დაერქვას უცხოელი აგენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ სისტემური დანაშაულების კიდევ ერთხელ გამოძიება, რომელიც ჩადენილი იქნა 9 წლის განმავლობაში იმ აგენტურული რეჟიმის მიერ, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში.
„რეალურად ეს დანაშაულები დევს ხელის გულზე – ეს არის ადამიანების მკვლელობა, წამება ციხეებში სისტემური დანაშაული, ეს არის ასევე ბიზნესის რეკეტი, ეს არის 2008 წლის ომის დანაშაული და ა.შ. ეს ყველაფერი მართალია, დევს ხელის გულზე, მაგრამ ყველაფერს კიდევ ერთხელ სჭირდება ჩაღრმავება, რათა საზოგადოებას შევახსენოთ ყველაფერი და ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი იმისათვის, რომ საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც ჩვენ გვახსოვს ასე მძიმედ 2004-2012 წლებიდან. არავინ არასდროს არ უნდა დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა იმ რეჟიმში, რომელიც მოქმედებდა 2012 წლამდე. ეს იყო გარედან მართული სისხლიანი რეჟიმი, რომლის დანაშაულთა გამოძიებაც მოხდება სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას