ირაკლი კობახიძე გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაეროს გენერალური მდივნის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

ირაკლი გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაეროს გენერალური მდივნის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს 25 სექტემბერს მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა