ირაკლი კობახიძე – გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება

გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს ომის პირობების გარემოცვაში ყოფნა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყანას რთულ მდგომარეობაში აყენებს.
„რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. მაგრამ ვიმეორებ, რომ, გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერმა.