– გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზეც – მაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული გამოკვლევები ჩატარდა და ყველაფერი ნორმის ფარგლებშია

სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე-გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე საუბრისას განაცხადა, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ განსხვავდება იმ ხელისუფლებისგან, რომელიც „არათუ არ ზრუნავდა პატიმრების ჯანმრთელობაზე, არამედ პირიქით ყველაფერს აკეთებდა პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებისთვის“.
„სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ შემთხვევაშიც, ზრუნვა არის მაქსიმალური. ასევე მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ კონკრეტული გამოკვლევები ჩატარდა, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, გაგრძელდება დაკვირვება, ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად ამ პატიმრის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, აქაც განვსხვავდებით იმ ხელისუფლებისგან, რომელიც არათუ არ ზრუნავდა პატიმრების ჯანმრთელობაზე, არამედ პირიქით ყველაფერს აკეთებდა პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!