ირაკლი არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება – დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება

დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, კითხვას, დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში, რათა „ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში დაეხმაროს.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ 55%-ზე მეტი რეიტინგი აქვს.
„ახლა საარჩევნოდ ჩვენ ისეთი ვითარება გვაქვს, თუ დავიკლებთ პროცენტებს თორემ მომატებაზე შეიძლება არც იყოს საქმე 9ეს ნახევრად ხუმრობით). ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა პარტიამ მაქსიმალური შედეგი მიიღოს. კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მაჩვენებელი.
ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდით გაძლიერება, რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, ამისთვის ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები. დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება, ისედაც გვაქვს 55%-ს ზემოთ რეიტინგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო